საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდეს მძღოლებს ახალგაზრდებმა. ფლეშმობი პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში გაიმართა. მოზარდებმა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით ხელისუფლებას მიმართეს. აქცია „ბათუმის განათლების განვითარების დასაქმების ცენტრი“-ს ხელშეწყობით მოეწყო.