ჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს

09 მარტი 2025, 11:50 116 ნახვა

ჩინეთი კანადას ტარიფებს უწესებს. საუბარია 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე. გადაწყვეტილება ჩინურმა მხარემ მას შემდეგ მიიღო, რაც კანადამ ქვეყანას ტარიფები ჯერ კიდევ ოქტომბერში დაუწესა.
რომლის მიხედვითაც 100 და 25 პროცენტიანი საიმპორტო ბაჟები შეეხება ჩინეთში წარმოებულ ელექტროავტომობილებს, ფოლადსა და ალუმინის პროდუქტებს. კანადისთვის დაწესებული ჩინური ტარიფები ძალაში 20 მარტს შევა. ჩინეთი კანადის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. კანადამ 2024 წელს 47 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა ჩინეთში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში