ანტისამთავრობო აქცია გაიმართა სლოვაკეთში. ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქში რობერტ ფიცოს წინააღმდეგ დემონსტრანტები გამოვიდნენ. ორგანიზატორების თქმით, ანტისამთავრობო დემონსტრაცია 40 ქალაქში გაიმართა. სკანდირებდნენ „სლოვაკეთი ევროპაა“. აცხადებენ, რომ მათ გაღიზიანებას რობერტ ფიცოს პრორუსული პოლიტიკა იწვევს.