იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ნატო-ს სთავაზობს, გაწევრიანების გარეშეც გაავრცელოს ალიანსის მე-5 მუხლი უკრაინაზე. მინისტრის განცხადებით, მე-5 მუხლის გავრცელება იქნება სტაბილური, გრძელვადიანი და ეფექტური უსაფრთხოების გარანტი, ვიდრე სამშვიდობო კონტიგენტის განთავსება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
ასევე აღნიშნა, რომ წინადება განიხილება და ჯერჯერობით დადგენილი კონკრეტული ვადები არ არის. მელონიმ ასევე გამორიცხა იტალიის ჯარების მონაწილეობა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემთხვევაში.