რუსეთის იერიში უკრაინის ენერგო და გაზის ინფრასტრუქტურაზე

07 მარტი 2025, 10:02 185 ნახვა

ოკუპანტის იერიში უკრაინაზე გრძელდება. გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ და გაზის ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა.

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, თავდასხმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის განადგურებას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის, უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში