მაკა ბოჭორიშვილი ახალდანიშნულ ელჩებს შეხვდა

06 მარტი 2025, 18:22 142 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბელგიის, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს, მალაიზიის, გვატემალის, პაკისტანის, ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა.
დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატებს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრებზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი მიმოიხილეს და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში