ბათუმის საქალაქო სასამართლოში დილიდან პროევროპული აქციების მონაწილეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
საუბარია სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, მათ შორის 31 იანვრის აქციაზე, როცა აქტივისტებმა მოძრაობა ზებრა გადასასვლელზე დაიწყეს.
მოსამართლე სალიხ შაინიძემ დღეს პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე 2 ათასი ლარით დააჯარიმა.