 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე 2000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ასევე 3 წლით ჩამოართვეს იარაღის ტარების უფლება.
გიორგი კირთაძე 12 იანვრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, მაშინ, როცა აქციაზე პარტია “დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას აკავებდნენ.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            