კალიფორნიაში ტრამპის ადმინისტრაციაში მასკის საქმიანობა გააპროტესტეს

06 მარტი 2025, 09:09 94 ნახვა

ათობით მომიტინგე შეიკრიბა ტესლას ავტოსალონთან კალიფორნიის ქალაქ პალო ალტოში და   დაგმო ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში  ელექტრომობილების კომპანიის მფლობელის ელონ მასკის როლი ხარჯების შემცირებაში.  მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა შეაშფოთა საზოგადოების წარმომადგენლები, როცა    ხარჯები შეამცირა,  სამთავრობო კონტრაქტები გააუქმა და ათობით ათასი ფედერალური მუშაკი  შეამცირა. ამას მუნიციპალიტეტში დეპუტატების ხმაურიანი სხდომები მოჰყვა. 

მომიტინგეები ამბობენ, რომ მასკი თვითნებურად ღებულობს გადაწყვეტილებას შემცირების შესახებ იმ ზეგავლენის გათვალისწინების გარეშე, თუ როგორ იმოქმედებს ეს  რიგით  ამერიკელებზე.

რიგ შემთხვევაში, ფედერალური სააგენტოები იძულებულნი გახდნენ, დაექირავებინათ სამსახურიდან გათავისუფლებული პროფესიონალები, მათ შორის ზოგიერთი პასუხისმგებელი პირები ამერიკის ბირთვულ იარაღზე, მეცნიერები, რომლებიც ფრინველის გრიპის ეპიდემიის პრევენციაზე მუშაობენ,  და თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ელექტროენერგიის მიწოდებაზე.

2,3 მილიონი ფედერალური თანამშრომლიდან სულ მცირე 100 ათასი დათანხმდა ფულადი კონპენსაციის სანაცვლოდ სამსახურიდან წასვლას ან მოჰყვა შემცირებაში მას შემდეგ, რაც ტრამპი 20 იანვარს თეთრ სახლში დაბრუნდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში