ევრობასკეტი 2025 - საქართველო მეოთხე კალათაში მოხვდა

04 მარტი 2025, 10:09 76 ნახვა

27 მარტს ევრობასკეტი 2025-ის წილისყრა გაიმართება,  24 გუნდი ოთხ ჯგუფში განაწილდება. თითო ჯგუფიდან მერვედფინალში 4 ნაკრები გავა.

ევრობასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება. ოთხი ჯგუფის გუნდები ოთხ ქვეყანაში განაწილდებიან.

კალათები ფიბა-მ ოფიციალურად უკვე გამოაცხადა. საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაში ფინეთთან, თურქეთთან და ისრაელთან ერთად მოხვდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში