ხვალიდან ბაღებსა და სკოლებში სწავლა აღდგება

03 მარტი 2025, 18:06 611 ნახვა

ხვალიდან სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში აღდგება - ამის შესახებ განცხადება აჭარის განათლების მინისტრმა გააკეთა.
მაია ხაჯიშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტების იმ საჯარო სკოლებში, სადაც სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ტრანსპორტირების საჭიროებაა დღის მეორე ნახევრიდან, 7 სკოლაში სწავლა ონლაინ გაგრძელდება. რაც შეეხება დიდთოვლობის გამო გაცდენილ სასწავლო საათებს, მოსწავლეებს შაბათ დღეს , 5 კვირის განმავლობაში აუნაზღაურდებათ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში