ბათუმში დიდთოვლობით მიყენებულ ზარალს ითვლიან

03 მარტი 2025, 12:05 164 ნახვა

ზუსტი ოდენობა, თუ რაოდენობის ზარალი მიაყენა სტიქიამ  ბათუმს და რეგიონის მუნიციპალიტეტებს, ამ ეტაპზე უცნობია. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და ზარალის დათვლა  გრძელდება.     უხვმა ნალექმა ბათუმში  დააზიანა საცხოვრებელი სახლების  სახურავები.   

ამ ეტაპზე ათობით ოჯახი  ბათუმის მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი.    

დიდთოვლობამ  ასევე დააზიანა რამდენიმე საწარმო,  ამის გარდა  ჩამოიშალა ძველ კორპუსებზე მიშენებების ნაწილიც. 

რამდენიმედღიანი უწყვეტი თოვისა და გამოწვეული პრობლემების შემდეგ ბათუმში მთავარი სირთულე ტროტუარებზე გადაადგილებას უკავშირდება, რადგანაც გზებიდან აღებული თოვლის მასა კვლავ ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელებზეა.

რაც შეეხება გზებს, მერიის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგენილი და ქუჩები გაწმენდილია.

უწყების ცნობით,  გრძელდება ქალაქის სანიაღვრე სისტემის წმენდა და გამტარუნარიანობის მონიტორინგი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში