პრემიერის ინიციატივა

27 მაისი 2016, 00:00 3286 ნახვა

პრემიერ-მინისტრი სამართალდამცველებს მოუწოდებს, კორცხელის ინციდენტის მსგავსი ძალადობრივი ფაქტების მიმართ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ. საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინების სანქციებზე მთავრობის სხდომაზე მსჯელებდნენ. მთავრობა პარლამენტს სთხოვს, საარჩევნო პროცესში ძალადობის გამოვლინებაზე სასჯელის გამკაცრების შესახებ პროექტი დაჩქარებული წესით განიხილოს. კანონპროექტი პრემიერის ინიციატივით იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. რომლის მიხედვითაც, პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე, ჯგუფური დანაშაულის დროს სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იქნება, ხოლო თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი