დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები ხელვაჩაურში

01 მარტი 2025, 20:19 130 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდა დასრულდა. მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები და  გადაუდებელი საჭიროების მქონე  მოქალაქეებთან მისასვლელი გზების წმენდა. მერიის ინფორმაციით  24 საათიან უწყვეტ რეჟიმში  მუშაობს  საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, მობილიზებულია სხვადასხვა  უწყება  და მერიის სამსახურები. რაც შეეხება შეფერხებებს ელექტრომომრაგებასა და გაზმომარაგებაში -  პრესცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 112 ხოლო გაზი  400-ზე მეტ აბონენტს. მიმდინარეობს  დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი