ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

01 მარტი 2025, 13:56 111 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე კენჭს ორი კანდიდატი იყრის, ყოფილი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ბადრა გუნბა და ე.წ. ოპოზიციის კანდიდატი, ადგურ არძინბა.

მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში 152 საარჩევნო უბანი მოქმედებს. ორი საარჩევნო უბანია გახსნილი რუსეთში, კერძოდ, მოსკოვსა და ჩერკესკში. ე.წ არჩევნებში 134 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 15 თებერვალს გამართული ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ბადრა გუნბამ ხმების 46.38% მიიღო, ადგურ არძინბამ კი – 36.92%.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი