კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, არც ერთი მოქალაქე არ იყოს უყურადღებოდ დარჩენილი - მიხეილ ყაველაშვილი

27 თებერვალი 2025, 13:17 279 ნახვა

სტიქიისგან დაზღვეული არავინ არის, მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ. კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არც ერთი მოქალაქე არ იყოს უყურადღებოდ დარჩენილი, - განაცხადა ქობულეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, აჭარაში სიტუაცია მართვადია და სამხედრო ძალების დახმარებას რეგიონი არ საჭიროებს.

„აჭარაში სიტუაცია ბევრად უკეთესად არის, ამინდმაც შეუწყო ხელი და დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი თითქმის 100 პროცენტით აღდგენილი იქნება. დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდა. ასევე, ელექტროენერგიის მხრივ თითქმის 80-90% აღდგენილია ქობულეთის რაიონში. დარჩენილი ასევე, რამდენიმე ლოკაცია, სადაც საჭიროებს ელექტროენერგიას.

 

სტიქიისგან დაზღვეული არავინ არ არის. მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აჭარის მთავრობა, მისი მუნიციპალიტეტები კოორდინაციის თემა აქ არის ძალიან მაღალ დონეზე. ასევე, მინდა გამოვყო უწყებები, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჩემთან ერთად ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი. ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენს მაშველებს, ასევე, თავდაცვის ძალების სამხედროებს, რომლებიც დღესაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. აჭარა არ საჭიროებს მათ დახმარებას მაგრამ გურიაში და იმერეთში ალბათ იქნება საჭიროება.

 

კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არც ერთი მოქალაქე არ იყოს უყურადღებოდ დარჩენილი. აჭარაში ეს მაღალ დონეზე არის. მუშაობს ხელი ხაზი. ყველასთან მყარდება კომუნიკაცია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მავნებლური დეზინფორმაციული კამპანიებით ოპოზიცია ცდილობს შეიყვანოს შეცდომაში მოსახლეობა თითქოს არაფერი კეთდება, რაც სიცრუეა.

„როცა სტიქია მძვინვარებს ქვეყანაში, ეს დაახლოებით ანალოგიურია, როცა ომია და ასეთ შემთხვევაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას ასეთ სიტუაციაში. როცა ადამიანები მითუმეტეს პოლიტიკოსი, რომ ჰქვია და ჩემი წინა მორბედი, რომელიც გამოდის და ჯერ ახალი დაწყებული სტიქიიდან იძახის, რომ ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს, პირდაპირ ზიანს აყენებს ქვეყანას, ეს არის მიუღებელი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი