დიდთოვლობის გამო „საქართველოს რკინიგზამ დღეს დაგეგმილი რეისებიც გააუქმა, მათ შორის: ბათუმი -თბილისის, თბილისის ზუგდიდის, ფოთის და ბორჯომის მიმართულებები.
როგორც რკინიგზის განცხადებაშია აღნიშნული, მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ და რეისები მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორების შესაბამისად აღდგება.
დიდთოვლობის გამო მესამე დღეა მატარებლები ვერ მოძრაობენ.
ორდღიანი შეფერხების შემდეგ გუშინ განაახლა მუშაობა ბათუმის აეროპორტმა.