დღეის მდგომარეობით, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები და შეიძლება ითქვას, რომ აჭარაში სიტუაცია სრულ კონტროლზეა, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე თქმით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია.
„დღეს იმართება ქობულეთში საგანგებო შტაბის შეხვედრა ბატონი პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც დეტალურად განხილულია ყველა ის გამოწვევა, რომელიც სტიქიას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია. როგორც ქობულეთში ასევე ბათუმში უკვე აღდგა და დაიწყო მოძრაობა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და შემდეგი საათების განმავლობაში უკვე დარჩენილი ბოლო ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები დასრულდება. ასევე ბათუმში შეუფერხებლად ხდება ყველა კომუნალური სერვისის მიწოდება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეს ეხება როგორც ელექტრომომარაგებას, ასევე გაზმომარაგებას და წყალმომარაგებას. რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად, ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა ცენტრალურ უწყებასთან ერთად, რომ ის გამოწვევები, რაც სტიქიას უკავშირდება იყოს მინიმიზირებული“, - აცხადებს რიჟვაძე.