განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი ბათუმის საჯარო სკოლებში დღის ბოლოს გახდება ცნობილი. აჭარის განათლების მინისტრი ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც ვითარებას გაეცნო.
მინისტრის თქმით, ჯგუფების მიერ მიმდინარეობს ადგილზე სკოლების მზაობის შეფასება და პრობლემების აღმოფხვრა.
მიმდინარეობს სკოლის შესასვლელების თოვლისაგან გათავისუფლება და სახურავების გადმოთოვლა. მაია ხაჯიშვილის თქმით, სკოლებში გათბობის პრობლემა არ არის.
დიდთოვლობის გამო აჭარაში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი მესამე დღეა შეჩერებულია.