ვითარება ბათუმში

25 თებერვალი 2025, 18:01 126 ნახვა

მე-6 დღეა დიდთოვლობაა ბათუმში. შეჩერებულია საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. შეფერხებაა წყალმომარაგების ნაწილში, დაზიანდა წყალმომარაგების ცენტრალური მილი, რომლის ლოკალიზებისა და ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს. წყალმომარაგება დღის ბოლომდე უნდა აღდგეს.
მერის ინფორმაციით იწმინდება გზები, გამოდარებასთან ერთად კი გაიწმინდება მეორეხარისხოვანი ქუჩები, შესაბამისად აღდგება სატრანსპორტო მიმოსვლა და საგანმანათლებლო პროცესი.
ჩვენთან საუბრისას მოქალაქეები აცხადებენ რომ უჭირთ ფეხით გადაადგილება, საფრთხის შემცვლელია ტროტუარებზე მოძრაობა, გზის კიდეები კი წყლით არის დაფარული რაც უფრო აფერხებს ფეხით გადაადგილებას.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში