ბათუმში, ინტენსიური თოვის გამო გზებზე გადაადგილება გართულებულია, ცენტრალურ მაგისტრალზე კი საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. გზებზე მძღოლებს გაფრთხილებას პოლიცია აძლევს და მიმდინარეობს საგზაო მოძრაობის კონტროლი.
საავტომობილო გზების პრესსამსახურის ინფორმაციით, გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის ტექნიკა.
სკოლებსა და ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია, ჯერ-ჯერობით უცნობია განახლდება თუ არა სწავლა ხვალ.