მე-6 დღეა დიდთოვლობაა ბათუმში. შეჩერებულია საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. შეფერხებაა წყალმომარაგების ნაწილში, დაზიანდა წყალმომარაგების ცენტრალური მილი, რომლის ლოკალიზებისა და ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს. წყალმომარაგება დღის ბოლომდე უნდა აღდგეს.
მერის ინფორმაციით იწმინდება გზები, გამოდარებასთან ერთად კი გაიწმინდება მეორეხარისხოვანი ქუჩები, შესაბამისად აღდგება სატრანსპორტო მიმოსვლა და საგანმანათლებლო პროცესი.