საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 104 წელი გავიდა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.
"დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა, ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში. მეორე მხრივ, ეს დღე გვახსენებს ქართველების გმირობასა და თავგანწირულ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.
პატივს მივაგებ ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც ოკუპაციასთან ბრძოლას და ქვეყნის თავისუფალ მომავალს სიცოცხლე შესწირა“, - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.