ვითარება ქობულეთში

23 თებერვალი 2025, 15:00 244 ნახვა

ინტენსიურმა თოვლმა პრობლემები შექმნა ქობულეთში. თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აჭარბებს. უხვი ნალექის გამო, რიგი მიმართულებებით ვერ გადაადგილდება მუნიციპალური ტრანსპორტი. თოვლმა პრობლემები შექმნა გაზმომარაგებისა და ელექტრომომარაგების კუთხით. ამ დრომდე ელექტროენეგია 3000 ხოლო გაზი 300 აბონენტს არ მიეწოდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება საავტომობილო გზები. ლევან ზოიძის თქმით, ამ ეტაპზე ცენტრალური მონაკვეთების ძირითადი ნაწილი გაწმენდილია, რის შემდეგადაც თოვლისგან შიდა სასოფლო ჩიხები უნდა გაიწმინდოს. ამასთან,  მისივე განცხდებით, სამუშაოები მიმდინარეობს ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების აღდგენის მიზნით. სამუშაოებს რთული მეტეოროლოგიური პირობები ართულებს.  ოფიციალური ინფორმაციით, გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია, როგორც მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, ასევე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში