დისკუსია სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ

27 აპრილი 2017, 00:00 2944 ნახვა

“სამოქალაქო აქტივობა ამერიკასა და საქართველოში” - ამ თემაზე „მშვიდობის კორპუსის“ წევრებმა შეხვედრა ბათუმში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან გამართეს.

ამერიკელმა ექსპერტებმა სამოქალაქო კამპანიის დაგეგმვასა და მართვაზე ისაუბრეს. ორგანიზატორების განმარტებით, შეხვედრების მიზანია რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ამერიკის სამოქალაქო აქტივიზმის ისტორიიდან წარმატებული სტრატეგიების გაცნობა და ორ ქვეყანას შორის დაგროვილი გამოცდილების გაცვლა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი