დონალდ ტრამპის საკადრო პოლიტიკა

22 თებერვალი 2025, 11:25 94 ნახვა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი გაათავისუფლა. ინფორმაციას სააგენტო THE HILL ავრცელებს. ტრამპმა გენერალ ჩარლზ ბრაუნს 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის პოზიციაზე უკვე წარადგინა საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტი დენ კეინი, რომელიც შტატების სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში