გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის პარლამენტში, სენატის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც ასახულია სტრატეგიული თანამშრომლობის პრიორიტეტები. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და ამ მიმართულებით მიღწეული წარმატება.