ზივზივაძის და დვალის გუნდები გავარდნენ, გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ მერვედფინალშია

21 თებერვალი 2025, 09:45 133 ნახვა

ბუდუ ზივზივაძისჰაიდენჰაიმმაკონფერენს ლიგის პლეი ოფში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენს“ უმასპინძლა, დამატებით დროში 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

პირველი მატჩი დანიაში გერმანელებმა 2:1 მოიგეს და წყვილის ფავორიტად ზივზივაძისჰაიდენჰაიმი“ ითვლებოდა, მაგრამ დანიელებმა შეხვედრა კარგად ჩაატარეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

ორივე ქართველმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. გიორგი გოჩოლეიშვილმა კი მისი აქტიურობის შედეგად პენალტის მოპოვებაც შეძლო, რომელიც კევინ დიკსმა გოლად აქცია. რაც შეეხება ლაშა დვალის „აპოელს“, გუნდი საშინაო არენაზე სლოვენიურ „ცელიეს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

პირველი შეხვედრაში ფრე 2:2 დაფიქსირდა. საბოლოოდ, ზივზივაძის და დვალის გუნდები გათამაშებას გამოეთიშნენ, გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ კი მერვედფინალში ითამაშებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში