„ჰამასის“ მიერ ისრაელისთვის დაბრუნებულ 4 ცხედარს შორის, შირი ბიბასის ცხედარი არ იყო. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.
32 წლის ბიბასი 7 ოქტომბერს 4 წლის და 9 თვის შვილებთან ერთად გაიტაცეს, ბავშვების ცხედრები დაჯგუფებამ გუშინ დააბრუნა, დედის ცხედრის ნაცვლად კი ისრაელს 83 წლის ოდედ ლიფშიცის ცხედარი გადასცა, რომელიც იდენტიფიკაციის პროცესში დაზუსტდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ეს არის უკიდურესი სიმძიმის დარღვევა „ჰამასის“ მხრიდან, რომელიც შეთანხმების თანახმად, ვალდებულია დააბრუნოს 4 გარდაცვლილის ცხედარი.