აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი თოვლის საფარისგან გზების გაწმენდას ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს

21 თებერვალი 2025, 10:13 330 ნახვა

ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდას ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს - ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარი 40-50 სმ. აღწევს.

"ამ ეტაპზე შეზღუდულია ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელ გზებზე საავტომობილო მოძრაობა, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები. ეტაპობრივად ყველა მიმართულება გაიწმინდება.

ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებაზე მიმდინარეობს საავტომობილო გზების გაწმენდა.

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელ გზებზე მოძრაობა თავისუფალია და გრძელდება მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა.

თოვლის წმენდის სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის კუთვნილი 57 ერთეული სპეცტექნიკა", - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში