ქართული ჭიდაობის ახალი დარბაზი

19 თებერვალი 2025, 17:52 303 ნახვა

კოტე აფხაზის ქუჩის #4ა-ში ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. მოედნის ფართობი 419.52 კვმ-ს შეადგენს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით ნაგებობა გათვლილი იქნება 350 მაყურებელზე, ასევე გათვალისწინებულია ადგილები შშმ პირთათვის. სამუშაოები მარტის ბოლომდე დასრულდება, რომლის ღირებულებაც 410 ათას 624 ლარს შეადგენს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში