მზია ამაღლობელი 38-ე დღეა შიმშილობს

18 თებერვალი 2025, 10:03 269 ნახვა

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი მზია ამაღლობელის ახლობლებსა და კოლეგებს მიმართავს და სთხოვს დაარწმუნონ შეასრულოს ექიმების რეკომენდაცია და შეწყვიტოს შიმშილობა.

ექიმ ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, დღეს  პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები კიდევ ერთხელ შეაფასებენ ,მათ შორის კვლევის შედეგებს გაეცნობიან, დამატებითი ინფორმაცია კი მოგვიანებით გასაჯაროვდება. 

შეგახსენებთ, მედიამენეჯერი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად  38-ე დღეა შიმშილობს. იგი კლინიკა ვივამედში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა. მასთან რამდენჯერმე იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი, რომელთა განცხადებითაც მზია ამაღლობელის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი დიდია.  

აქვე გაგახსენებთ, რომ 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო ადვოკატების შუამდგომლობა ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლისა და მისი გათავისუფლების შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში