გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი 

17 თებერვალი 2025, 10:10 179 ნახვა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მისცა ჩვენება. 

სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. პროცესის დაწყებამდე თურნავას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ „ყველაფერს კანონიერად აკეთებენ".

სხდომის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობა პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა. ნათია თურნავას კომერციული საიდუმლოების შესახებ ჰკითხეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში