გერმანიაში საყოველთაო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ბერლინის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა დემოკრატიის მხარდამჭერ და ულტრა მემარჯვენეების საწინააღმდეგო აქციაზე.
პროტესტის ორგანიზატორები გადამწყვეტი ბრძოლის მოწოდებით გამოდიან მემარჯვენე ექსტრემიზმის, რასიზმის, ანტისემიტიზმისა და ქვიარ მტრობის წინააღმდეგ.
აქციის მონაწილეებს სცენიდან მიმართა მსახიობმა და მუსიკოსმა ჰერბერტ გრენმაიერმა, რომელმაც შეკრებილებს მოუწოდა აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე, რადგან გერმანული დემოკრატია დემოკრატიის მტრების თავდასხმის ქვეშ იმყოფებოდა.