“ეს რომ შენი შვილი იყოს”, ამ სახელწოდებით, ბათუმში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებით სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს თბილისში.
აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების განცხადებით ისინი ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ და ასევე სამძიმარს უცხადებენ დაღუპული მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს. ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ .