ბათუმში, ადგილზე, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა, ხმაური იყო.სიტყვიერი დაპირისპირება ადგილობრივებსა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს შორის მოხდა.
ადგილზე მყოფი რამდენიმე მოქალაქის ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც ორი მოზარდი დაიღუპა, უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო.დაპირისპირება მოჰყვა შემთხვევის ადგილზე ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების მისვლას. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლებამ უბედური შემთხვევის ადგილზე მათ მიმართ აგრესიულად განწყობილი „ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაახვედრა.