ძალიან რთული ვითარებაა. ყველა უწყება მაქსიმალურად არის ორგანიზებული. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით საკითხის მოკლევა, - ამის შესახებ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ "ოცნების ქალაქში" ტრაგედიის ადგილას განაცხადა.
"სამწუხარო ტრაგედიაა, მართლაც ენით აღუწერელი. მინდა, უპირველეს ყოვლისა, მივუსამძიმრო გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს. ძალიან რთული ვითარებაა. ყველა უწყება მაქსიმალურად არის ორგანიზებული. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით საკითხის მოკვლევა და როგორც კი იქნება კონკრეტული დეტალები აუცილებლად გვეცოდინება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის მეორე ეტაპის სამშენებლო არეალი. ეს არის მოშორებით, სადაც მშენებლობაა, სადაც უშუალოდ მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს და თქვენ იცით, უკვე იყო გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები, ამ საკითხთთან დაკავშირებით დასრულდეს", - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.