უბედური შემთხვევა "ოცნების ქალაქში" - დაღუპულია ორი მოზარდი

15 თებერვალი 2025, 23:21 3864 ნახვა

უბედური შემთხვევა "ოცნების ქალაქში" - დაღუპულია ორი მოზარდი. 

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორი არასრულწლოვანი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

 

სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში", - ნათქვამია განცხადებაში.

ამ წუთებში, აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დამატებით დეტალებს არკვევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში