უსაფრთხოების 61-ე კონფერენციის ფარგლებში მიუნხენში უკრაინის პრეზიდენტი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ მაღალჩინოსანთან საუბრისას განაცხადა, რომ პუტინის გასაჩერებლად და ომის დასასრულებლად მეტი მუშაობა და გეგმის მომზადებაა საჭირო.
ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზე უკრაინისთვის. თავის მხრივ, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპის თქმით, ფუნდამენტური ამოცანაა, ომი დასრულდეს და ადამიანების მკვლელობა შეჩერდეს. ჯეი დი ვენსმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის სურვილს, დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და არა ისეთი, რომელსაც სულ რამდენიმე წელიწადში აღმოსავლეთ ევროპა კონფლიქტში ეყოლება.