შეხვედრა ერგნეთში

14 თებერვალი 2025, 15:01 233 ნახვა

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების 123-ე შეხვედრა მიმდინარეობს ერგნეთში. დღის წესრიგის მთავარი თემები უცვლელია: უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება და ე.წ. საზღვრის მოწყობის პროცესის შეწყვეტა.

ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში ამჟამად საქართველოს ექვსი მოქალაქეა.

რაც შეეხება ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე აცხადებს  ბოლო სამ თვეში  უკანონო  ბორდერიზაციის  11 შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში