ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებით ხვალ მძევლების გათავისუფლების მორიგი ეტაპი დაიწყება, მანამდე კი ღაზის სექტორთან, რაფაჰში ჰუმანიტარული დახმარებისა და საწვავის სატვირთო მანქანებია მობილიზებული.
42 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, 15 თებერვალს დაჯგუფება კიდევ 3 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს. ცნობისთვის, ჰამასი დაიმუქრა, რომ მძევლების გათავისუფლებას გადადებდა, რადგან ისრაელი არაბულ ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას აფერხებდა, რასაც ისრაელი უარყოფს.
საპირწონედ კი აცხადებენ, რომ თუ ჰამასი მძევლებს დათქმულ ვადებში არ გაათავისუფლებს, მაშინ ღაზაში ომს განაახლებენ.