ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ვახტანგ ახვლედიანის საიუბილეო გამოფენა მოეწყო. საქართველის მწერალთა და მხატვართა კავშირის წევრს 85 წელი შეუსრულდებოდა.
საიუბილეო საღამოზე პოეტისა და მხატვრის, მთარგმნელისა და მომღერლის ლექსები წაიკითხეს, გარდა ამისა აჩვენეს ვახტანგ ახვლედიანის ცხოვრების ამსახველი კადრები.
გამოფენილი იყო ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცული ვახტანგ ახვლედიანის 10 ნახატი.