მზია ამაღლობელის ადვოკატები დღეს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის ადვოკატები მისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას და მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი საქმის შეწყვეტას ითხოვენ. ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურამ მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უსაფუძვლოდ დაიწყო.
მიმართავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, რომ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი და მედიამენეჯერს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი; ამასთანავე ადვოკატები ითხოვენ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს გრიგოლ ბესელიას და ირაკლი დგებუაძის მიმართ.
მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 33-ე დღეა შიმშილობს. იგი კლინიკა ვივამედშია მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ.