შავშეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები

13 თებერვალი 2025, 11:09 287 ნახვა

ბათუმში შავშეთის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გადაკეტილია ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია და ე.წ. მანთაშევის გადასასვლელიც.

სარემონტო სამუშაოების გამო, ცვლილებები შევიდა სამარშრუტო ხაზებზე. კერძოდ, N 1,  1ა, 2,  2ა, 4, 8  და N 15 ავტობუსები შეცვლილი მიმართულებებით მოძრაობენ.

შავშეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე კოლექტორები ბაგრატიონის ქუჩიდან შავშეთის ქუჩის სარკინიგზო გადასასვლამდე მონაკვეთში, ასევე ბაქოს ქუჩიდან შავშეთის ქუჩის სარკინიგზო გადასასვლელის მიმართულებით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული კოლექტორების დაერთების სამუშაოები, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია შავშეთის ქუჩის სარკინიგზო გადასასვლელზე.

პროექტის ფარგლებში უკვე დაგებულია ასფალტის საფარის ორი ფენა, მოეწყობილია ბორდიურები და ტროტუარები. სამუშაოების ღირებულება 10 მილიონამდე ლარს შეადგენს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში