იუსაიდის დაფინანსების სქემები ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ამოტრიალებისთვის იყო გამიზნული - ასე აფასებენ ქართულ ოცნებაში შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ბოლო დროინდელ საქმიანობას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით იყო დრო, როდესაც ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნისთვის იმედის მიმცემი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში არაფორმალური გავლენების ინსტრუმენტად იქცა.