ხელვაჩაურში, თხილნარის მეურნეობის დასახლებაში ბეტონის საფარს აგებენ. სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. ბეტონის გზა დაიგო ასევე მახოში.
მიმდინარე და ჩატარებულ სამუშაოებს დღეს ხელვაჩაურის მერი ადგილზე გაეცნო. ზაზა დიასამიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები პირველ რიგში, მოსახლეობას წვიმაში გადაადგილების პრობლემას მოუხსნის.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვა სამუშაოებთან ერთად, 11- ვე თემში საუბნო და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებაც მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებზე ხელვაჩაურის მერიის ბიუჯეტიდან ჯამში 1 მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯება, რაც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერია.