სულიკო გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუსიკალური საღამო

11 თებერვალი 2025, 10:01 159 ნახვა

ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლაში აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის სულიკო გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუსიკალური საღამო გაიმართა.

ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დამფუძნებელს, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტს,მომღერალს, ანსამბლ ბათუმის კონსულტანტს,ვოკალის პედაგოგს - სულიკო გიორგაძეს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.

მუსიკალურ საღამოში როგორც სამუსიკო სკოლის ამჟამინდელი მოსწავლეები, ასევე სკოლა-კოლეჯის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. მე-20 წელია სამუსიკო სკოლაში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში