დღეს ჩემპიონთა ლიგაზე პარიზელთა რიგებში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგება

11 თებერვალი 2025, 11:01 146 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა და დიდი ალბათობით, დღეს „ბრესტის“ წინააღმდეგ ითამაშებს. ფრანგულმა გრანდმა გამოაქვეყნა შემადგენლობა, რომლითაც ბრესტში გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ორი მატჩი გამოტოვა, რადგან „ნაპოლიდან“ გადასვლის შემდეგ პლეიოფამდე ტურნირზე ასპარეზობის უფლება არ ჰქონდა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის მეთექვსმეტედფინალის პირველ მატჩს „ბრესტთან“ დღეს, თბილისის დროით 21:45 საათზე გამართავს.

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება. „იუვენტუსი“ „ეინდჰოვენს“ დაუპირისპირდება, „სპორტინგი“ „დორტმუნდს“, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება. ორი გრანდიდან მერვედფინალის საგზურს მხოლოდ ერთი მოიპოვებს, მეორე კი ტურნირს დაემშვიდობება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში