მზია ამაღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს

10 თებერვალი 2025, 19:57 114 ნახვა

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მოშიმშილე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი მონიტორინგის მიზნით კვლავ კლინიკაში რჩება.
როგორც ჩხაიძემ განმარტა, მას შემდეგ, რაც ამაღლობელს მოსალოდნელი გართულებების შესახებ აუხსნეს, მან ექიმების რეკომენდაცია გაითვალისწინა და მკურნალობასა და მონიტორინგს „ვივამედში“ გააგრძელებს.
როგორც ჩხაიძე განმარტავს, გართულებები ყოველდღიურად შეიძლება მოხდეს, რასთან დაკავშირებითაც ამაღლობელი ინფორმირებულია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში