საჭიროა თუ არ ტურიზმის სფეროში რეგულაციები? საკითხზე დღეს, აჭარაში მოქმედმა გიდების ასოციაციამ და ტურიზმის სფეროში მომუშავე ექსპერტებმა ისაუბრეს, მათი მტკიცებით, ტურიზმის სექტორში სერიოზულ პრობლემებს არალიცენზირებული გიდები ქმნიან, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ სრულად მიაწოდონ ინფორმაცია რეგიონის სტუმრებს.განსაკუთრებით პრობლემურად გიდების ასოციაციაში ე.წ. ტაქსისტებისა და უცხოელი გიდების საკითხს აყენებენ. სპეციალისტების თქმით, უცნობია რა ინფორმაციას აწვდიან უცხოელი გიდები ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს, რამდენად კვალიფიციური და ზუსტი მონაცემები აქვთ და სრულად ახერხებენ თუ ვერა რეგიონის პოტენციალის გაცნობას ვიზიტორებისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ ამ სფეროს სჭირდება რეგულაცია. მაგალითისთვის, „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარეს ზვიად ელიზიანს თურქეთში არსებული რეგულაცია მოჰყავს, სადაც ვერც ერთი თვითმარქვია გიდი ლიცენზიის ან სერთიფიკატის გარეშე ვერ ჩაატარებს ტურს. მას არც ერთი ტურისტული კომპანია არ აიყვანს სამუშაოდ, რაც ბაზარს იცავს არასწორი და არაკვალიფიციური კადრებისგან.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ტურიზმის საკანონმდებლო რეგულაციებზე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე არსებობს, თუმცა მისი განხილვა და დამტკიცება დროში გაიწელა